logo
ENG



კორონავირუსის პანდემიის მხრივ ვითარება მსოფლიოში უმჯობესდება

20 აპრ 202010:31
3 წუთის საკითხავი
 

395 ადამიანი გარდაიცვალა ბოლო 24 საათში კორონავირუსით საფრანგეთში, რითაც ქვეყანაში მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 20 ათასს მიაღწია. გამოვლინდა დაინფიცირების 1 100 ახალი შემთხვევა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, კოვიდ 19-ის გავრცელების კუთხით მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება.

გარდაცვალების რიცხვმა იკლო ესპანეთში. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში პანდემიით 410 ადამიანი გარდაიცვალა. დროის ამავე მონაკვეთში 400-სს გადააჭარბა გარდაცვალების შემთხვევებმა იტალიაში. 400-სს მიაღწია კოვიდ 19-ით დაღუპულთა რაოდენობამ პოლონეთში. ევროპული ქვეყნების ნაწილმა დღეიდან მკაცრი შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნა დააანონსა.

ვირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა იკლო ავსტრალიაშიც. ქვეყანაში პლაჟები იხსნება. ერთი კვირით გახანგრძლივდა შეზღუდვები ახალ ზელანდიაში. ბოლო მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების 2 მილიონ 407 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვლილთა რაოდენობა 165 ათასს აჭარბებს, 625 ათასზე მეტი კი გამოჯანმრთელდა. 


close დახურვა