კორონავირუსის საფრთხის გამო იტალია საკარანტინო ზონად გამოცხადდა. შეზღუდვები მთელი ქვეყნის მასშტაბით მცხოვრებ ადამიანებს შეეხოთ. გამკაცრებული ზომები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეკრებას კრძალავს.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ გადაადგილება მხოლოდ სამუშაოს ან გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. არეულობა იყო იტალიის ციხეებშიც, სადაც დაპირისპირებას 7 პატიმარი ემსხვერპლა.
კორონავირუსი იტალიის ოც რეგიონში დადასტურდა, ბოლო 24-საათში კოვიდ-19-ით დაღუპულთა რიცხვი 97-ით გაიზარდა და 463 შეადგინა. კორონავირუსით გარდაცვალების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით იტალია ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილზეა.
