logo
ENG



კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 563-მდე გაიზარდა

06 თებ 202008:08
3 წუთის საკითხავი
 

ჩინეთში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა და ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ იზრდება.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსის შედეგად გამოწვეულ გართულებებს 73 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 563-მდე გაიზარდა.

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ქვეყანაში ინფიცირებულია 28 ათასზე მეტი ადამიანი, აქედან უმეტესი ნაწილი პროვინცია ხუბეიშია, საიდანაც 2019 წლის დეკემბერში ვირუსმა გავრცელება დაიწყო. ჩინეთში ათობით მილიონი ადამიანი ამ დრომდე კარანტინის ქვეშ რჩება.  


close დახურვა