საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 972 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 737 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 43 კი გარდაიცვალა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, გასულ დღე-ღამეში 13 699 ტესტი ჩატარდა, მათგან 6 553 PCR, ხოლო 7 146 ანტიგენი.
ინფიცირების ყველაზე მეტი - 920 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით კი ასე გადანაწილდა:
- აჭარა 139;
- იმერეთი 279;
- ქვემო ქართლი 112;
- შიდა ქართლი 145;
- გურია 30;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი 120;
- კახეთი 117;
- მცხეთა-მთიანეთი 57;
- სამცხე-ჯავახეთი 32;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 21.
ამ დროისთვის 1 068 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 453 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.