logo
ENG



კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევიდან, ერთი აჭარაში გამოვლინდა

22 ივლ 202010:57
3 წუთის საკითხავი
 
7wryrsz6ijgxu65.png

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 ახალი შემთხვევიდან ერთი აჭარაში გამოვლინდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა იმპორტირებულია, ინფიცირებული იმყოფებოდა კარანტინში.

„ამჟამად რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ ცენტრში მკურნალობის კურსს გადის 10 პაციენტი. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 25 პირი, მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღეს საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 24-ით გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 1 073 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 903 გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 5 692 ადამიანია მოთავსებული, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 275.


close დახურვა