logo
ENG



კორონავირუსის 2 720 ახალი შემთხვევიდან, თბილისში 1 240 გამოვლინდა, აჭარაში - 219

13 დეკ 202011:07
3 წუთის საკითხავი
 
კორონავირუსის 2 720 ახალი შემთხვევიდან, თბილისში 1 240 გამოვლინდა, აჭარაში - 219

კორონავირუსის 2 720 ახალი შემთხვევიდან თბლისში 1 240 შემთხვევა გამოვლინდა, აჭარაში - 219, იმერეთსი კი, 362.

ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით შემდეგია:

  •  ქვემო ქართლი - 231;
  • შიდა ქართლი - 156;
  • გურია - 40;
  • სამეგრელო და ზემო სვანეთი - 203;
  • კახეთი - 142;
  • მცხეთა-მთიანეთი - 84;
  • სამცხე-ჯავახეთი - 43.

დღეს, 13 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 720 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსისგან 46 ადამიანი გარდაიცვალა, 3 942 - გამოჯანმრთელდა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 189 726-ს. აქედან 158 183 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 790 გარდაიცვალა.

 


close დახურვა