საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 3 837 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 461 გამოვლინდა, აჭარაში - 263, იმერეთში - 646.
ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით შემდეგია:
- ქვემო ქართლი - 245;
- შიდა ქართლი - 262;
- გურია - 100;
- სამეგრელო და ზემო სვანეთი - 404;
- კახეთი - 254;
- მცხეთა-მთიანეთი - 90;
- სამცხე-ჯავახეთი - 86;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 26.
რაც შეეხება ინფიცირებულების მდგომარეობას, 6 710 პაციენტი საავადმყოფოში მკურნალობს, 1 146 პირის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 438 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.
დღეს, 15 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 837 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან 3 105 პირი გამოჯანმრთელდა, 44 კი გარდაიცვალა.
საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსის 194 900 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან გამოჯანმრთელდა - 164 786, გარდაიცვალა - 1 883.