![nvc2b1gsqacr8nd.jpg](/uploads_script3/news/nvc2b1gsqacr8nd.jpg)
ვებგვერდ stopcov.ge-ზე, რომელიც სტატისტიკას აწარმოებს, კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ხუთით გაიზარდა. ამ დროის მონაცემებით, საქართველოს 54 მოქალაქე მიიჩნევა ოფიციალურად დაინფიცირებულად.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით დაავადებულთაგან, ამ დროისთვის, 2 გამოჯანმრთელდა. სულ კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანია გადაყვანილი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 259 იმყოფება.
დაინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ჯანმომ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.