logo
ENG



კორუფციული სკანდალი

13 იან 202120:38
3 წუთის საკითხავი
 

პოლიტიკური სკანდალი და სამთავრობო ცვლილებებია ესტონეთში. კორუფციული ბრალდებების გამო პრემიერმინისტრი თანამდებობას ტოვებს. იური ტარასმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისი პარტიის გენერალური მდივანი და ფინანსთა მინისტრის მრჩეველი სისხლის სამართლის დანაშაულში ეჭვმიტანილებად სცნეს. კერძოდ: ისინი ერთ-ერთ ბიზნესმენთან შეთანხმდნენ, რომ პარტიისთვის გაღებული მილიონი ევროს სანაცვლოდ მისი ერთი პარტია დედაქალაქში შეღავათიან ფასად ინფრასტრუქტურულ პროექტს განახორციელებდა. 


close დახურვა