ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას წევრი თამარ კორძაია სპეციალურ ბრიფინგზე საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს.
კორძაიას თქმით, პარტიის წარმომადგენლებს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული 145 საჩივარი აქვთ უკვე შედგენილი.
"საერთო ჯამში, მინდა გითხრათ, რომ ჩვენს წარმომადგენლებს დაწერილი აქვთ 145 საჩივარი. აქედან უმეტესი ეხება კომისიის წევრებს შორის ფუნქციების არასწორად გადანაწილებას, წილისყრის პროცედურების იგნორირებას და მერე უკვე ფუნქციების შეცვლას ისე, რომ ეს არ ფიქსირდება ჩანაწერთა წიგნში.
ასევე დედოფლისწყაროში ჩვენ გვქონდა 3 შემთხვევა, როდესაც გარდაცვლილი ადამიანები იყვნენ სიაში შეყვანილი.
ასევე გვქონდა ასეთი კომიკური შემთხვევა, როდესაც ამომრჩეველი გარდაცვლილად იყო მითითებული და ის აღმოჩნდა ცოცხალი.
ისნის 40-ე უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის გაუქმებასთან დაკავშირებით ამ წუთას იწერება საჩივარი, რადგან დაფიქსირდა, რომ ხელმოწერები არ არის დაფიქსირებული და კონვერტები არის მეტი", - ამბობს კორძაია.
საქართველოში დღეს, 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ტარდება.