გაფართოება ნამდვილად პრიორიტეტია. წელიწადნახევარში იმაზე მეტი გავაკეთეთ, ვიდრე მანამდე 15 წლის განმავლობაში. წარმოგიდგენიათ? და ეს მხოლოდ იმიტომ არაა, რომ მე ვარ კომისარი. იმედი მაქვს, ამაში ჩემი წვლილიც შევიტანე, მაგრამ ეს მოხდა იმიტომ, რომ წევრმა ქვეყნებმა და ევროკომისიამ გადაწყვიტეს, რომ ეს პრიორიტეტია. ვეთანხმები იმას, რომ ჩვენზე გავლენა მოახდინა უკრაინის ომმა, მაგრამ როდესაც ვამბობ, რომ გაფართოება დღეს გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ გაფართოება, ვგულისხმობ იმას, თუ როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის საუკეთესო ინსტრუმენტად და პასუხად იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დღეს ვდგავართ. და რა არის ეს გამოწვევები? ჩვენ ვუპირისპირდებით ოპონენტებს, რომლებსაც ევროკავშირის დანგრევა სურთ. ჩვენზე ზეწოლა ხორციელდება აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან და სხვა მხარეებიდანაც. ასე რომ, გაფართოება ამ ყველაფრის მხოლოდ ერთი, თუმცა უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ამ გეოპოლიტიკურმა ვითარებამ გვაიძულა, მეტი ყურადღება უსაფრთხოების კუთხით მიგვექცია. არ მგონია, რომ ოდესმე გაფართოება ან ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ასე ძლიერ ყოფილიყო დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხებთან
