ევროკომისარმა მარტა კოსმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა და საქართველოში არსებულ ვითარებასაც შეეხო.
ევროსკოპის შეკითხვის პასუხად, რომელიც ქართული ოცნების დაანონსებულ საკონონმდებლო ცვლილებებს ეხებოდა, მარტა კოსმა განაცხადა, რომ ვერ დაუჭერს მხარს მთავრობას, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებს.
"მე ვერ დავუჭერ მხარს მთავრობას, რომელიც საკუთარ ხალხის წინააღმდეგ მოქმედებს და მუშაობს. ქვეყანა სულ უფრო და უფრო შორდება ევროკავშირთან დაკავშირებულ სამომავლო პერსპექტივებს. ერთადერთი, რაც შემიძლია მთავრობის მიმართ გავაკეთო, არის მოწოდება, შეწყვიტოს ეს აბსურდი და დაიწყოს მუშაობა ევროპული მომავლისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს დავუჭერთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. ამ კვირაში ჩემს ოფისში შევხვდით რამდენიმე მათგანს. რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ მედიასაც. ასე რომ, გთხოვთ, გამაგრდით"- თქვა კოსმა.
