logo
ENG



კოტე აფხაზის ქუჩაზე, კაფე ბლუმში ხანძარია

28 სექ 202021:46
3 წუთის საკითხავი
 
oo1ev5gtmvx6vs6.jpg

განახლება: საგანებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, კოტე აფხაზის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლი დიდ ფართობზე არ გავრცელებულა. მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება.

თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე, კაფე ბლუმში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ფორმულას უთხრეს, რომ დაშავებული არავინაა. ადგილზე მეხანძრეების ექვსი ეკიპაჟი მუშაობს. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. უწყებაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 


close დახურვა