logo
ENG



კრამონი: მთავრობამ დაუყონებლივ გადაიყვანოს სააკაშვილი, ოპოზიცია დარჩეს მშვიდობიანი

19 ნოე 202118:39
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/19/co1n16q7m25a2kd.jpg

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს დაუყონებლივ გადაიყვანოს სააკაშვილი შესაბამის ჯანმრთელობის პუნქტში, ხოლო ოპოზიციამ შეინარჩუნოს მშვიდობა.

ევროპარლამენტარი წერს, რომ შვებისმომგვრელია ელენე ხოშტარიას მიერ შიმშილობის შეწყვეტა და ახლა მიხეილ სააკაშვილის ჯერია, რომ შეწყვიტოს შიმშილობა.

"შვებისმომგვრელია იმის გაგება, რომ ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა. მე ძალიან მაწუხებდა ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა. ახლა, მიხეილ სააკაშვილის ჯერია, რომ ხოშტარიას მაგალითს მიჰყვეს. საქართველოს მთავრობამ სასწრაფოდ უნდა გადაიყვანოს სააკაშვილი შესაფერის ჯანმრთელობის პუნქტში და ოპოზიცია უნდა დარჩეს მშვიდობიანი" - წერს ვიოლა ფონ კრამონი

ცოტა ხნის წინ ტვიტერზე ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემაც დაწერა, რომ საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო საავადმყოფოში ღირსეულად მოეპყრობიან.  

სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ელენე ხოშტარია 17 დღის განმავლობაში პარლამენტში შიმშილობდა. მას შემდეგ, რაც იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას შესთავაზა ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა.

ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. 

გუშინ, 18 ნოემბერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მასთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თქვა, რომ ოთახიდან გასვლისას მიხეილ სააკაშვილი წაიქცა. 

მოგვიანებით, გახდა ცნობილი, რომ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, ყოფილი პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ. 


close დახურვა