კრივი რიჰზე ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე, დაშავებულთა კი 75-მდე გაიზარდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულებულია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ფსიქოლოგებმა შემთხვევის ადგილზე 100-მდე ადამიანს გაუწიეს დახმარება.
რუსეთმა კრივი რიჰზე სარაკეტო იერიში 31 ივლისს, დილით მიიტანა. ერთი რაკეტა ოთხსართულიან სასწავლო დაწესებულებას მოხვდა, მეორე კი საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, შედეგად ორივე შენობა ნაწილობრივ დაინგრა.