logo
ENG



კრიტიკა ბრიუსელიდან

07 სექ 202220:19
3 წუთის საკითხავი
 

რა შენიშვნები გამოატანეს ბრიუსელიდან ღარიბაშვილს. ევროკავშირი შეშფოთებულია იმით, რომ საქართველო რიგ საკითხებში პროგრესს ვერ აჩვენებს. ასეთია, დემოკრატია, სასამართლო სისტემა, პოლარიზაცია. ჩანაწერში ახალი პრობლემაც გამოიკვეთა, ევროკავშირისთვის საგანგაშოა ის ანტიდასავლური პროპაგანდა, რომელიც საქართველოშია გაჩაღებული და რომელსაც ევროპული მომავლის დაზიანება შეუძლია. ასოცირების საბჭოს შემდეგ ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოს ხელისუფლებას კვლავ ეუბნებიან, რომ კანდიდატის სტატუსი 12 პუნქტის შესრულებაზეა დამოკიდებული. ევროკავშირის დედაქალაქიდან ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ რეკომენდაციები სრულდება, თანაც ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობით, არადა სინამდვილეში, მმართველი პარტია პროცესს განსხვავებული მოსაზრებებისთვის მაქსიმალურად კეტავს. 


close დახურვა