ოლიგარქია, პოლიტიკურად აღქმული საქმეები და მედიის მდგომარეობა - ბერლინში დღეს კრიტიკული ტელევიზიების წარმომადგენლებს უთხრეს, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა სწორედ ამ საკვანძო საკითხებზეა დამოკიდებული. გერმანიის მოქმედ და ყოფილ დეპუტატებს, ასევე ანალიტიკოსებს ბუნდესტაგში ფორმულას დირექტორი, მთავარი არხის წარმომადგენლები და ექსპერტები შეხვდნენ.
