კრწანისში, "ნიუ ჰოსპიტალის" ეზოში სატვირთო მანქანა შევარდა და რამდენიმე ავტომობილი მოიყოლა
ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები მუშაობენ.
შსს-ის ინფორმაციით, გარდაიცვალა 1 ადამიანი - სატვირთო მანქანის მძღოლი, დაშავდა - 8.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.