"ეს გზავნილი მარტივია - გვაშფოთებს, რომ შესაძლოა საქართველომ დაკარგოს საერთაშორისო ნდობა",- ეს განცხადება ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა "პოლიტიკის ფორმულაში" პირდაპირ ეთერში გააკეთა. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია შეასრულოს დაპირება და მხარეებს შორის დადებული შეთანხმება.
"ახლახან მივიღე პასუხი პარლამენტის თავმჯდომარისგან. არ გამკვირვებია, მხოლოდ მე არ მითქვამს რომ შეშფოთებულები ვართ 8 მარტის შეუსრულებლობით. საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გზავნილი ამერიკის კონგრესის ლიდერებისგანაც, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარისგან, ასევე ევროპარლამენტარებისგან. ეს გზავნილი მარტივია - გვაშფოთებს, რომ შესაძლოა საქართველომ დაკარგოს საერთაშორისო ნდობა, ნდობა მეგობრების, რომელთაც სურთ ნახონ როგორ ავითარებს დემოკრატიას, როგორი დამოუკდიბელი სასამართლო სისტემაა. მოვუწოდებდი საქართველოს ხელისუფლების ლიდერებს ეს გაითვალისწინონ, რაც ითქვა 8 მარტის შეთანხმებაში, უნდა შესრულდეს. სამწუხაროდ სასამართლოს პოლიტიზირება ისევ ხდება. ასე რომ ყველაფერი დამოკიდებულია საქართველოს ხელისუფლებაზე როგორ შეასრულებს თავის დაპირებას",-აცხადებს კუბილიუსი.