„კოვიდ 19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად ევროკავშირი საქართველოსადმი სოლიდარობის ნიშნად 500 მილიონ ევროს გამოყოფს,“- ამ განცხადებას ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
როგორც კუბილიუსი აღნიშნავს, დახმარება დამოკიდებულია საარჩევნო, სასამართლო და კანონის უზენაესობის კუთხით რეფორმების პროგრესზე.
„მინდა ყურადღება გავამახვილო უზარმაზარ, 500 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებაზე, რომელსაც ევროკავშირი და მისი საერთაშორისო პარტნიორები გამოყოფენ საქართველოს დასახმარებლად, რათა განახორციელოს რეფორმები, ებრძოლოს კოვდ 19-ის პანდემიას და მოაგვაროს მის მიერ გამოწვეული უარყოფითი სოციალური და ეკონომიკური შედეგები.
მხარდაჭერის მთავარი კომპონენტი უკავშირდება საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს. განსაკუთრებით, კანონის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლის, საარჩევნო რეფორმის, ეკონომიკის მართვის და გამჭვირვალობის სფეროებში. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს რომ ჰქონდეს უმაღლესი სტანდარტის სასამართლო სისტემა და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც საჭიროა, რომ დავეხმაროთ საქართველოს და მის ხალხს მაქსიმალურად მიიღოს ღია დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვის, ეკონომიკური ზრდისა და პროგრესის სარგებელი. უნდა ვიმუშაოთ ერთად ნდობის ატმოსფეროში დემოკრატიის დასაცავად და ამ მიზნის მისაღწევად. ნდობის გამყარება შესაძლებელია მხოლოდ ნაკისრი ვალდებულებებისა და დაპირების შესრულებაზე პროგრესის მიღწევით, 2020 წლის 8 მარტს მთავარ პოლიტიკურ პარტიების შორის მიღწეულის ჩათვლით“, - წერს კუბილიუსი.