logo
ENG



კუბილიუსი აყოლილია პოლიტიკურ ძალებს - გია ვოლსკი

19 თებ 202012:45
3 წუთის საკითხავი
 

გია ვოლსკი ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ის კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებსაა აყოლილი და არ აქვს ზუსტი ინფორმაცია არსებული სიტუაციის შესახებ. „ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ საქართველო დემოკრატიული მაჩვენებლებით კუთხით ბევრ ევროპულ ქვეყანასაც უსწრებს.

„ფაქტია, რომ კუბილიუსი აყოლილია პოლიტიკურ ძალებს და ინტერესი გააჩნია. საქართველო თავისი მაჩვენებლებით იმსახურებს უკეთეს პოზიციას და არა მარტო აღმ. ევროპის ქვეყნებს უსწრებს დემოკრატიული ინსტიტუების გაძლიერებსი თვალსაზრისით", - აცხადებს გია ვოლსკი.

შეგახსენებთ, რომ ანდიუს კუბილიუსმა ქართულ არასამთავრობოებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ  შესაძლოა საქართველოსთან ურთიერთობის ფორმატი შეიცვალოს და გახდეს „ნაკლები ნაკლებისთვის".


close დახურვა