logo
ENG



კულება: ბრიუსელში 3 მთავარი რამის განსახილველად ჩამოვედი - იარაღი, იარაღი და იარაღი

07 აპრ 202210:56
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ დღეს ბრიუსელში NATO-ს ლიდერებთან უკრაინისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს- იარაღს განიხილავს. 

კულება აცხადებს, რომ უკვე შეხვდა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს. ის ბრიუსელში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრებსა და პარტნიორებს შეხვდება.

"NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შევხვდი ბრიუსელში. მე აქ დღეს 3 ყველაზე მნიშვნელოვანი რამის განსახილველად მოვედი: იარაღი, იარაღი და იარაღი. უკრაინის მყისიერი საჭიროებები, მარაგების მდგრადი მიწოდება და გრძელვადიანი გადაწყვეტილებებია ის, რაც უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება."ტვიტერზე წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება.

 

close დახურვა