logo
ENG



კულება: უკრაინას თებერვალში სამშვიდობო სამიტის ჩატარება სურს

27 დეკ 202200:50
3 წუთის საკითხავი
 
კულება: უკრაინას თებერვალში სამშვიდობო სამიტის ჩატარება სურს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინის მთავრობას თებერვლის ბოლოთვის სამშვიდობო სამიტის ჩატარება სურს. ამაზე მინისტრმა Associated Press-თან ინტერვიუსას ისაუბრა.

კულებას თქმითვე, უკრაინის მთავრობას სურს, სამიტი გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის მოდერაციით გაიმართოს.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, უკრაინა 2023 წელს ომის მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს.

"ყოველი ომი დიპლომატიური გზით მთავრდება... ყოველი ომი ბრძოლის ველსა და მოლაპარაკების მაგიდასთან განხორციელებული ქმედებების შედეგად მთავრდება"- თქვა კულებამ.

რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტს, კულებას შეფასებით, ის პრეზიდენტის შეერთებულ შტატებში ჩასვლით "აბსოლუტურად კმაყოფილია".


close დახურვა