logo
ENG



კუპრაძე პატრიოტების ბანერზე: დანაშაულებრივი ქმედებაა, ასეთ მესიჯებს აჭარა არ პატიობს

29 აგვ 202017:53
3 წუთის საკითხავი
clock 690
vlbzkzbnv72m1f9.jpg

"ეს არის დანაშაულებრივი ქმედება, აჭარის მოსახლეობის შეურაცხყოფა და საშინელი განწყობების თესვა რეგიონში", - ასე აფასებს ლელოს ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე პატრიოტთა ალიანსის მიერ ბათუმი-სარფის გზაზე განთავსებულ საარჩევნო ბანერს, სადაც აჭარა ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსადაა გამოსახული.

კუპრაძის თქმით, მსგავს მესიჯებს აჭარა არ პატიობს.

"ეს ბანერი სარფისკენ მიმავალ გზაზეა და სჯობს თქვენივე ხელით ჩამოხსნათ, დღესვე! ასეთ მესიჯებს აჭარა არ პატიობს!", - წერს კუპრაძე.

ცნობისთვის, პატრიოტთა ალიანსმა აჭარაში პარტიის საარჩევნო ბანერზე აჭარა ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად გამოსახა. ბანერის ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელებში სამართლიანი არჩევნების იურისტმა ნინო რიჟამაძემ დღეს, 29 აგვისტოს გაავრცელა.

თურქოფობიითა და ქსენოფობიით გამორჩეული პატრიოტთა ალიანსი უკვე წლებია ქვეყანაში, განსაკუთრებით კი აჭარაში ანტითურქულ პროპაგანდას ავრცელებს. 2020 წლის არჩევნებისთვის კი პარტიამ აჭარაში განთავსებულ წინასაარჩევნო ბანერებზე შემდეგი მოწოდება გაავრცელა: "დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!".


close დახურვა