რა კავშირი აქვს ლაგოდეხის მერს, რუსეთის ხელისუფლებასთან - ირკვევა, რომ ფოტოშოპით განთქმული მერის ძმა, რუსეთში მაღალ თანამდებობას იკავებს. ის ულიანოვსკლის ოლქის დეპუტატია, კომუნისტური პარტიიდან, თუმცა სახელი და გვარი აქვს შეცვლილი და მდივნიშვილის ნაცვლად, ვოლოდარსკია. დეპუტატობამდე ის მერიც იყო. ჯონდო მდივნიშვილი ინფორმაციას არ უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ მისი ძმა ათეულობით წელია რუსეთში ცხოვრობს და მის საქმიანობასთან შემხებლობა არ აქვს.
ლაგოდეხის მერის ძმა რუსეთში მაღალ თანამდებობას იკავებს
11 დეკ 202020:26
3 წუთის საკითხავი