logo
ENG



ლაგოდეხის საკრებულოს შენობაში წყალმომარაგების კომპანია გაქურდეს

15 მარ 202116:14
3 წუთის საკითხავი
 

ლაგოდეხის საკრებულოს შენობაში მდებარე გაერთიანებული წყალმომარაგების ფილიალი გაქურდეს.

წინასწარი ინფორმაციით, წაღებულია კომპიუტერული ტექნიკის ნაწილი. სავარაუდოდ, დაკარგულია ორგანიზაციის ბეჭედიც. ამის გამო, ორგანიზაცია ამ დრომდე პარალიზებულია. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ.

შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ლაგოდეხის სერვისცენტრი საკრებულოს შენობაში მესამე სართულზეა განთავსებული. შენობას ყავს დაცვა, რომელიც მხოლოდ სამუშაო დღეებში იმყოფება ადგილზე. ქურდობა სავარაუდოდ უქმე დღეებში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა.


close დახურვა