logo
ENG



ლაგოდეხში ოპოზიციის მხარდაჭერილმა კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნა

06 სექ 202115:32
3 წუთის საკითხავი
 
2021/09/06/kekx0p8k0vu8fyn.jpg

ლაგოდეხში მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ზურა ჯაფარიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა და კანდიდატურა მოხსნა. მას ოპოზიციის დიდი ნაწილი, მათ შორის ნაციონალური მოძრაობა უჭერდა მხარს.

როგორც ცნობილია, ჯაფარიძემ კანდიდატურის მოხსნის შესახებ Facebook-ზე დაწერა და მიზეზად პოლიტიკური ჯგუფების მიერ ერთობის დარღვევა დაასახელა, თუმცა, ამ დროისთვის მისი გვერდი აღარ იძებნება. განცხადების გამოქვეყნებამდე ორი საათით ადრე ის ნაციონალური მოძრაობის ოფისში იმყოფებოდა და ბრძოლის ტაქტიკას განიხილავდა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ჯაფარიძე დააშინეს, ან მოისყიდეს. თავად მერობის ყოფილი კანდიდატი მედიასთან კომუნიკაციაზე უარს ამბობს და კომენტარს არ აკეთებს. 


close დახურვა