logo
ENG



ლავასოღლის თურქეთიდან ექსტრადიციის, ან გათავისუფლების მოთხოვნით ახლობლები შიმშილობენ

02 ივნ 202014:50
3 წუთის საკითხავი
 

ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია გორაძის იგივე ლავასოღლის თურქეთიდან ექსტრადიციის, ან გათავისუფლების მოთხოვნით ახლობლები ბათუმის იუსტიციის სახლთან შიმშილობენ. პროტესტის უკიდურეს ფორმას ხუთმა პირმა მიმართა.

მათი მტკიცებით, მინდია გორაძის საქართველოში დაბრუნების საკითხს საქართველოს მთავრობა თავს მიზანმიმართულად არიდებს. მათივე განმარტებით, ლავასოღლი თურქულ საპატიმროში არაადამიანურ პირობებშია, მას ჯანმრთელობის მდგომარეობაც დაუმძიმდა.

დაკავებულს თურქეთში საექსტრადიციო პატიმრობის ექვსთვიანი ვადა 28 თებერვალს ამოეწურა. მინდია გორაძე თურქმა სამართალდამცავებმა ისევ დააკავეს და მისი სასამართლო 4 ივნისს არის დანიშნული.


close დახურვა