logo
ENG



ლავასოღლის მხარდამჭერები, შიმშილობის გაგრძელებას თურქეთის საელჩოსთან გეგმავენ

11 ივნ 202008:09
3 წუთის საკითხავი
 

თურქეთის საელჩოსთან ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის მინდია ლავასოღლის მხარდამჭერებმა აქცია გამართეს.

შეკრებილებმა ლავასოღლის თურქეთიდან საქართველოსი ექსტრადირება კიდევ ერთხელ მოითხოვეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ისინი 8 ივნისს გენპროკურატურის წარმომადგენლებს და ადვოკატებს შეხვდნენ, თუმცა, ამ შეხვედრაზე კონკრეტული არაფერი გარკვეულა.

"ის პასუხი მივიღე, რომ ერთხელ აქვთ 2018 წელს მოთხოვნა გაკეთებული და იმის შემდეგ არანაირი მოთხოვნა საქართველოს მხრიდან არ არის გაკეთებული. ელოდებიან, რომ თურქეთმა გადმოსცეს. ექსტრადირება ასე არ ხდება. ორ ქვეყანას შორის უკვე დაწყებულია. ამიტომ, ვთხოვ თუქეთის საელჩოს და საქართველოს მთავრობას ხელი შემიწყონ", - განაცხადა ლავასოღლის დამ. 

მინდია ლავასოღლის ექსტრადირების მოთხოვნით 15 პირი უკვე ერთ კვირაზე მეტია შიმშილობს, ხოლო პროტესტის ნიშნად 4 ადამინს პირი აქვს ამოკერილი. მხარდამჭერები შიმშილობის გაგრძელებას თურქეთის საელჩოსთან გეგმავენ.

 


close დახურვა