როგორ აღმოჩნდა ივანიშვილის ხელისუფლება სირიისა და ბელარუსის მთავრობების გვერდით? - მოსკოვი ოცნებას აქებს. ლავროვმა არ დაიშურა საქებარი სიტყვები საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომელსაც ვაჟკაცობად ჩაუთვალა დასავლეთისგან იზოლაცია და სანქციებისგან გამიჯვნა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გზავნილები ოცნების ლიდერებისა და რადიკალური დაჯგუფების პროპაგანდასთან თანხვედრაშია. ლავროვს ივანიშვილის გუნდის ქათინაურების პარალელურად, არ დავიწყებია საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფა. თითქმის მთელი დღე გავიდა და დაბალი რანგის თანამდებობის პირების გარდა, მოსკოვს - თბილისიდან არავინ გამოხმაურებია. დუმს საგარეო.
ლავროვის აპლოდისმენტი ოცნების მთავრობას
18 იან 202319:53
3 წუთის საკითხავი