logo
ENG



ლავროვის განცხადებაზე კითხვას ღარიბაშვილი გვარამიას კრიტიკით და "იუმორით" პასუხობს

02 სექ 202116:19
3 წუთის საკითხავი
 
ლავროვის განცხადებაზე კითხვას ღარიბაშვილი გვარამიას კრიტიკით და "იუმორით" პასუხობს

ლავროვზე კითხვაზე პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავარი არხის ჟურნალისტს "იუმორით" უპასუხა და არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას კრიტიკა დაიწყო. 

პრემიერს ჰკითხეს, რის სანაცვლოდ შეიძლება რუსეთთან ურთიერთობა აღდგეს. 

"მოდის კიდევ მესიჯები? რას ამბობს გვარამია? რაო? რა ვერსია აქვს?.. გვარამიას გადაეცით, რომ ახლა ვმუშაობთ შემდეგ საკითხზე. ვინაიდან ჩვენ უარი ვთქვით სესხის აღებაზე, რუსეთი გვიბრუნებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს. ყველაფერი კარგად არის", - უპასუხა ღარიბაშვილმა. 

1-ელ სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობის აღსადგენად, თუ ამას საქართველოც მოისურვებს. 


close დახურვა