logo
ENG



ლავროვი: დასავლურმა ქვეყნებმა რუსეთს ტოტალური, ჰიბრიდული ომი გამოუცხადეს

26 მარ 202203:54
3 წუთის საკითხავი
 
ლავროვი: დასავლურმა ქვეყნებმა რუსეთს ტოტალური, ჰიბრიდული ომი გამოუცხადეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთს დასავლეთმა ტოტალური ჰიბრიდული ომი გამოუცხადა.

პარასკევს, საჯარო დიპლომატიის მხარდამჭერი ფონდის შეხვედრაზე ლავროვმა თქვა, რომ რუსეთს დასავლეთმა ნამდვილი ჰიბრიდული ომი გამოუცხადა, რომლის მიზანიც რუსეთის ეკონომიკისა და მთლიანი რუსეთის განადგურება, გატეხა და გაქრობაა. ლავროვის თქმით, ევროპა აღარ მალავს თავის მიზნებს.

„ამ ტერმინს, რომელსაც ნაცისტური გერმანია იყენებდა, ახლა ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი იყენებს, როცა ამბობენ რისი გაკეთება სურთ რუსეთის ფედერაციისთვის“ - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლავროვი აცხადებს, რომ დასავლური ქვეყნების წნეხი იმ ქვეყნებზეც ვრცელდება, ვისაც რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტა არ სურს. თუმცა რუსეთის საგარეო მინისტრი აცხადებს, რომ ის ქვეყნები, რომლებიც ისტორიულად „კოლექტიური დასავლეთის“ გავლენის სფეროს მიღმა არიან, ამ სანქციებს არ შეუერთდებიან.

 

close დახურვა