რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოლდოვა საკუთარ მომავალზე უნდა ღელავდეს, რადგან NATO „ალიანსში მის ჩათრევას“ ცდილობს. ინფორმაციას რუსეთის სახელისუფლებო, პროპაგანდისტული მედია Ria Novostyi ავრცელებს.
რუსეთის საგარეო მინისტრმა Al Arabiya-სთან ინტერვიუში კითხვაზე, მოლდოვას აქვს თუ არა სანერვიულო უკრაინაში "რუსეთის სპეციალური ოპერაციის გამო", განაცხადა, რომ მოლდოვამ საკუთარ მომავალზე უნდა იღელვოს, რადგან მას ალიანსში ითრევენ.
„მათ საკუთარ მომავალზე უნდა იდარდონ, რადგან მათ NATO-ში ითრევენ და მე არ ვფიქრობ ეს მოლდოვას უსაფრთხოებას დაეხმარება“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.