თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს ინფორმაციით, 10 მარტს ქალაქ ანკარაში რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან.
ჩავუშოღლუ ამბობს, რომ სამმხრივი სამიტი გაიმართება. მისივე თქმით, სერგეი ლავროვმაც და დმიტრო კულებამაც შეხვედრაზე თანხმობა განაცხადეს.
24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ამ დროისთვის დაღუპულია უკრაინელი, ასობით სამოქალაქო და სამხედრო პირი. ლტოლვილად იქცა მილიონზე მეტი მოქალაქე. რუსეთი რამდენიმე ქალაქს უტევს. რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების ორი რაუნდი გაიმართა, თუმცა უშედეგოდ.