logo
ENG



ლავროვი იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოსთან ავიამიმოსვლა აღდგება

21 აპრ 202014:27
3 წუთის საკითხავი
 
m19lh73wsc90390.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი „ტასსთან“ საუბარში  საქართველოსთან ავიამიმოსვლაზე საუბრობს. ის იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს მომავალში პროცესი აღდგება.

„სამწუხაროდ, საჰაერო მიმოსვლა კვლავ შეჩერებულია. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ შევძლებთ ამ პრობლემის მოგვარებას. ჩვენთვის მთავარია, რომ თბილისში მართმადიდებლური ფორუმის დროს არსებული რუსოფობიური კამპანია აღარ იყოს“, - აცხადებს ლავროვი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენა ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, გასული წლის 21 ივნისს, საქართველოში მიმდინარე მასშტაბური პროტესტის შემდეგ შეწყდა.

გავრილოვის ღამე: 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია გაიმართა. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საკანონმდებლო ორგანოს წინ მასშტაბური აქციები მოყვა. 

20-21 ივნისს ხელისუფლებამ აქცია პოლიციელების, სპეცრაზმისა და სპეციალური ტექნიკის საშუალებით დაარბია. აქციის დაშლისას გმაოყენებული იქნა რეზინის ტყვიები, რომელთაშესახებ ინფორმაციას ხელისუფლება ამ დრომდე მალავს. ოფიციალური მონაცემებით, 240 ადამიანი სხვადასხვა დაზიანებით გადაიყვანეს სავადმყოფოებში. მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა კი თვალი დაკარგეს - ისინი თითქმის 6 თვის შემდეგ ცნეს დაზარალებულებად.

 


close დახურვა