logo
ENG



ლაიფციგი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა

14 აგვ 202011:55
3 წუთის საკითხავი
 
gaz0w9x7jss0wnb.jpg

ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალისტი ლაიფციგი გახდა, რომელმაც მეოთხედფინალში მადრიდის ატლეტიკო 2:1 დაამარცხა. 

მეორე ტაიმის დასაწყისში დანიელ ოლმომ გახსნა ანგარიში. საგოლე გადაცემა მარსელ ზაბიტცერმა შეასრულა.

71-ე წუთზე ატლეტიკომ გაათანაბრა. შეცვლაზე შესულმა ჟოაო ფელიქსმა 11-მეტრიანი გამოიმუშავა და თავადვე შეასრულა.

88-ე წუთზე ლაიფციგმა სწრაფი შეტევა განახორციელა, კარგად დატოვა საჯარიმოს ხაზთან ტაილერ ადამსი, რომელმაც შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2-1. 


close დახურვა