logo
ENG



ლანჩხუთში, ერთ-ერთ ბინაში, ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს

17 ივლ 202318:31
3 წუთის საკითხავი
 
ლანჩხუთში, ერთ-ერთ ბინაში, ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს

ლანჩხუთში საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინაში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს.

ადგილობრივი მედია გურია თუდეის ცნობით, მეზობლებმა პოლიცია ბინიდან მძაფრი სუნის გამოსვლის შემჩნევის შემდეგ გამოიძახეს.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე  პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო - ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


close დახურვა