ლანჩხუთში, ერთერთ მიტოვებულ შენობაში, ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას გუშინ საღამოდან ეძებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.