logo
ENG



ლანჩხუთში კაცი მოკლეს, ცხედარი ტყეში იპოვეს

20 აპრ 202113:00
3 წუთის საკითხავი
 
ლანჩხუთში კაცი მოკლეს, ცხედარი ტყეში იპოვეს

ლანჩხუთში 46 წლის კაცი მოკლეს. მისი ცხედარი ტყეში იპოვეს.

ცხედარს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება.

კაცი, რომელიც სოფელ მაჩხვარეთში ცხოვრობდა, არსებული ინფორმაციით, წარსულში ნასამართლევი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


close დახურვა