logo
ENG



ლანჩხუთში კორონავირუსი 2 წლის ბავშვს და 12 წლის მოსწავლეს დაუდასტურდა

16 სექ 202022:19
3 წუთის საკითხავი
clock 815
w3to9oygizc61l9.png

ლანჩხუთში კორონავირუსი 2 წლის ბავშვს და 12 წლის სკოლის მოსწავლეს დაუდასტურდა. ინფორმაცია ფორმულას გურიის დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელმა მიაწოდა.

მისი განცხადებით, არასრულწლოვანი სოფელ ბახვში იმყოფებოდა სტუმრად, რის შემდეგაც მას COVID-19 აღმოაჩნდა.

დღევანდელი დილის მონაცემებით, 16 სექტემბერს, კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 31-ით გაიზარდა.


close დახურვა