ლანჩხუთში მატარებელი ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ამის შესახებ ფორმულას შსს-ში განუცხადეს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.