logo
ENG



ლატალში ხანძარი ჩამქრალია

21 ოქტ 202012:23
3 წუთის საკითხავი
clock 434
k4e6l07quu7plku.jpg
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სვანეთში, სოფელ ლატალის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძარი სრულად ჩამქრალია.
 
ხანძრის შედეგად დამწვარია ტყის ქვედა საფარი, ბუჩქნარი, ეკალბარდი და ფოთლები. ლატალის მიმდებარე ტყეში მონიტირინგის მიზნით მეხანძრე-მაშველების 30-კაციანი ჯგუფი რჩება.
 
ხანძარი ლატალში 17 ოქტომბერს გაჩნდა. ხანძრის კერებთან 125 მეხანძრე-მაშველი და 10 ერთეული ტყის ხანძრის ქრობისთვის განკუთვნილი სპეციალური ტექნიკა მუშაობდა. 

close დახურვა