logo
ENG



ლატვიამ 69 საბჭოური მემორიალის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო

14 ივლ 202217:16
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/14/fuhgd00q0glufa5.png

ლატვიის მინისტრთა კაბინეტმა 69 საბჭოური მემორიალის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო. საუბარია მემორიალებსა და ძეგლებზე, რომლებიც საბჭოურ და ნაცისტურ რეჟიმებს ადიდებს. 

23 ივნისს ლატვიაში შევიდა ძალაში კანონი, რომლის ფარგლებშიც ნაცისტური და საბჭოური რეჟიმების მადიდებელი მემორიალები ქვეყნის ტერიტორიაზე დემონტაჟს უნდა დაექვემდებაროს.

ამ დროისთვის ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის სამსახურმა გამოყო 69 მემორიალი, რომლის დემონტაჟის გადაწყვეტილებაც შემდგომში მინისტრთა კაბინეტმა მიიღო. მოსალოდნელი, რომ მემორიალების დემონტაჟი გაგრძელდება.

კანონის ფარგლებში აკრძალულია მხოლოდ იმ მემორიალების დემონტაჟი, რომლებიც დაღუპული სამხედროების სამარხებზეა დამონტაჟებული.

***

აღსანიშნავია, რომ საბჭოური სიმბოლიკისა და მემორიალების დემონტაჟი უკრაინაშიც არის დაწყებული. 

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

 

 
 
 

close დახურვა