logo
ENG



ლატვიის პრემიერ-მინისტრი გადადგა

14 მაი 202612:49
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/14/6so74h9hwx0ju06.png

ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ევიკა სილინამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა, რის შედეგადაც მთავრობა სრულად გადადგა. მინისტრთა კაბინეტი მოვალეობის შესრულებას ახალი მთავრობის დამტკიცებამდე გააგრძელებს.

სილინას გადადგომას წინ უძღოდა სამთავრობო კოალიციის დაშლა - პარტიამ განაცხადა, რომ პრემიერის მხარდაჭერას წყვეტდა და ახალი კოალიციის ფორმირების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება მოითხოვა.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება „რთული, მაგრამ პატიოსანი“ იყო. მისი თქმით, ქვეყანაში „პარტიულმა ინტერესებმა პასუხისმგებლობას გადააჭარბა“.

ლატვიის პრეზიდენტი პარლამენტის ფრაქციებთან კონსულტაციებს ახალი მთავრობის სწრაფად ფორმირების მიზნით გამართავს.


close დახურვა