logo
ENG



ლაშა გაბიტაშვილი აეროპორტში ახსნა-განმარტების გარეშე 2 საათით დააყოვნეს, ის ვერ გაფრინდა

22 თებ 202613:29
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/22/qve6av8ntw41b4r.png

პროტესტის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე ლაშა გაბიტაშვილი ამბობს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პასპორტის კონტროლის დროს ახსნა-განმარტების გარეშე დაახლოებით 2 საათის განმავლობაში დააყოვნეს.

ლოდინის განმავლობაში მისი რეისი გაფრინდა, მას კი წასვლის შესაძლებლობა არ მიეცა.

ლაშა გაბიტაშვილის განმარტებით, მესაზღვრეები რაიმე დარღვევას ეძებდნენ, თუმცა წარუმატებელი მცდელობის შემდგომ, მისი კუთვნილი ისრაელის პასპორტი დაუბრუნეს და საზღვარი გადააკვეთინეს - პროცედურა კი იურიდიული საჭიროებით ახსნეს.

აეროპორტში მოქალაქის შეფერხება ტექნიკური ხარვეზით ახსნეს და მგზავრს სანაცვლოდ, იმავე მიმართულბით, პარიზში, სამშაბათ დღეს გაფრენა შესთავაზეს.

ლაშა გაბიტაშვილი მომხდარს ქართული ოცნების მხრიდან გაძლიერებულ რეპრესიებს უკავშირებს.

 


close დახურვა