logo
ENG



ლაშა ჩხარტიშვილი: ხელისუფლება ეცდება გაყალბებული არჩევნები დააკანონოს

26 ოქტ 201913:41
3 წუთის საკითხავი
 
oqh58jpzj8acmit.jpg

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა საარჩევნო კანონმდებლობაში შეატანი ცვლილებების განხილვის პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა.  ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, ხელისუფლებასთან ძირითად საკითხებზე და მათ შორის ცენტრალური საარჩევნო სიის დაკომპლექტებაზე ვერ შეთანხმდნენ.

როგორც ოპოზიციონერი ამბობს, პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო კომისიაში პარიტეტი არ ექნებათ, რითაც ხელისუფლება შეეცდება, გაყალბებული არჩევნები დააკანონოს.

მეორე დღეა კაჭრეთის „ამბასადორში“ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის განხილვა მიმდინარეობს. დღევანდელი განხილვა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვასა და საარჩევნო დავებს შეეხება.


close დახურვა