logo
ENG



ლევან გელბახიანი კაცის საუკეთესო როლის ნომინაციის გამარჯვებული გახდა

08 ნოე 201922:31
3 წუთის საკითხავი
 
opdlb9niaj9axw1.jpg

ქართული პრემიერისა და აქციების პარალელურად, ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალ Listapad-ის დაჯილდოებულ ფილმებს შორის მოხვდა.

რეჟისორ ლევან აკინის ფილმში შესრულებული როლისთვის ქართველი მსახიობი, ლევან გელბახიანი კაცის საუკეთესო როლის ნომინაციის გამარჯვებული გახდა.

სხვადასხვა ნომინაციაში ასევე გაიმარჯვა კიდევ რამდენიმე ქართულმა პროექტმა: საუკეთესო სცენარისა და მუსიკალური გაფორმებისთვის დაჯილდოვდა დიმიტრი მამულიას ფილმი "ბოროტმოქმედი", ხოლო ქართველი მსახიობი, სალომე დემურია ფილმით "ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა" ქალის საუკეთესო როლის ნომინაციაში ჟიურის რჩეული გახდა.

 


close დახურვა