„რესპუბლიკური საავადმყოფოს“ დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, ამჟამად, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი არ იმყოფება.
გოფოძის თქმით, საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 46 პაციენტია.
„ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 46 პაციენტია. გუშინ ტესტირება ჩაუტარდა 7 პაციენტს და ყველა უარყოფითი იყო. რეანიმაციაში 4 პაციენტია, საიდანაც 2 შემოსულია ცხელებით. ერთი მაღალმთიანი რეგიონიდან ჩამოვიყვანეთ ცხელებით. გყავვს ცნობილი მარნეულელი პაციენტი, მისი მდგომარეობა უმჯობესდება. დღეისათვის 13 პაციენტს ჩაუტარდება ტესტირება. ამჟამად, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი არ გყვავს“, - განაცხადა გოფოძემ.