"დღეს მსოფლიოში სავაჭრო ნაკადები შევცლილია და ზოგადად სასურსათო ჯაჭვი შეზღუდულია, რაც უკავშირდება სავაჭრო შეზღუდვებს და არა იმას, რომ ქვეყანაში სასურსათო მარაგები ნაკლებია",-ასე გამოეხმაურა სოფლის მეურნეობის მინისტრი სასურსათო მარაგებთან მიმართებაში არსებულ მდგომარეობას.
მისი თქმით, რიგ ქვეყნებმა საექსპორტე პროდუქტებზე გარკვეული შეზღუდვები დააწესეს, თუმცა ამის მიუხედავად პრობლემა დღის წესრიგში არ დგას.
"ბევრ ქვეყანას აქვს შემზღუდავი ღონისძიებები და ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირმა, რაც უკავშირდებოდა ბურღულეულის გარკვეულ პროდუქტს. ასევე დღეს მიიღეს გადაწყვეტილება, რაც უკავშირდება ბურღულეული პროდუქტების ნაწილს, ჰიგიენურ-სამედიცინო საშუალებებსა და ბოსტნეულს. გვესმის, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები ზოგჯერ მიიღება კრიზისის დროს. ამიტომ ვმუშაობდით ალტერნატიულ წყაროებზე. რაც შეეხება ხორბალს, ვიცით, რომ რუსეთმა გარკვეული შეზრუდვები შემოიღო, თუმცა იგივე რუსეთში ძირითადი ექსპროტიორების თქმით, მარაგი საკმარისია. პროგნოზები დამაიმედებელია და ჩვენ ველოდებით მარაგებს. მოსალოდნელია ფასების მინიმუმ არ გაზრდა, ამიტომ კვოტირიება რაციოანლური არაა, მაგრამ თუ მივიღეთ უფრო მკაცრი შეზღუდვები ექსპროტთან დაკავშირებით, რასაც რაციონალური ხასიათი არ აქვს, გვაქვს ალტერნატიული წყაროები, რათა ხორბლის მარაგი შეისვოს უფრო შორი წყაროებიდან და რათა მოსახლეობას პური უწყვეთ რეჟიმში მიეწოდებოდეს მისაღებ ფასაც",-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.