logo
ENG



ლევან თარხნიშვილი: დღეს ვართ ძალიან ღრმა პოლიტიკურ კრიზისში და გამოსავალი ჩვენი პროტესტია

14 ნოე 201917:14
3 წუთის საკითხავი
 
zavu3sit99fq9gj.png

საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ლევან თარხნიშვილი ეხმაურება. მისი განცხადებით, დღევანდელი გადაწყვეტილებით ბიძინა ივანიშვილმა, "ქართულმა ოცნებამ" და პარლამენტმა უარი თქვეს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე.

"შედეგი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა, "ქართულმა ოცნებამ" და პარლამენტმა უარი თქვეს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე და უარი თქვეს შანსზე იმისა, რომ საქართველოს გადაედგა წინ ნაბიჯი. გამოსავალი არის ერთი - ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება უნდა დამთავრდეს. ივანიშვილს მაჟორიტარულ არჩევნებს არ ჩავატარებინებთ. ეს ჩვენი მოთხოვნაა. დღეს ვართ ძალიან ღრმა პოლიტიკურ კრიზისში და გამოსავალი ჩვენი პროტესტია,"- განაცხადა თარხნიშვილმა.


close დახურვა